суббота, 6 июня 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე

ჩემი 25 წლიანი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე ბევრ ტრენინგში მიმიღია მონაწილეობა, მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ტრენინგი ,,ინტელის ძირითადი კურსი,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება, და ..-ის ინტეგრირება'' ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულია მათ შორის.არ შემიძლია სამადლობელი სიტყვები არ გამოვთქბა ტრენერის, ქალბატონი დიანას მიმართ,რომელიც დეტალურად გვიხსნიდა ყველა საკითხს,კონკრეტულად და ამომწურავად პასუხობდა ყველა ჩვენს შეკითხვას, პრაქტიკულად,ჩვენთან ერთად მუშაობდა.
ამ ტრენინგმა ბევრი საინტერესორამ გამაცნო, შინაარსიანი და საინტერესო იყო თითოეული მეცადინეობა.ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი შევისწავლეთ,ძალიან მაინტერესებდა პროექტით სწავლების ხერხები,რადგან ეს საკითხი აქტუალურია დღევანდელ სასკოლო ცხოვრებაში.შევისწავლეთ პროექტის დაგეგმვის და წინასწარი მომზადების ეტაპები,მოსწავლეთა ჩართულობა, შეფასების სხვადასხვა ფორმები, ფასილიტაცია.ვეცნობოდით ერთმანეთის ნამუშევრებს,ვაკეთებდით კომენტარებს.თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ ინდივიდუალური პროექტები და ავტვირთეთ ბლოგზე.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინაც ამ ტრენინგის დაგეგმვასა და მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.კიდევ ერთხელ მადლობა  ქალბატონ დიანას,მიხარია,რომ მისი დამსახურებით ახალი სასწავლო წლიდან საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეებს შევთავზებ მოსავლეებს და აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში ტრენინგზე მიღებულ ცოდნას.
ტრენინგის მე-8 დღე
განვიხილეთ ერთმანეთის შეფასების ფორმები და რუბრიკები, რომელიც მორგებული იყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს. გავარჩიეთ და გავაკეთეთ კომენტარები, გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს განვიხილეთ მოდული 7-ფასილიტაცია. დავათვალიერეთ ფასილიტაციის რესურსები შევქმენით ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი რესურსი. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე.






ტრენინგის მე-7 დღე


საინტერესო იყო  ტრენინგის მეშვიდე დღე, განვიხილეთ მეხუთე მოდული, ვისაუბრეთ შეფასებების სხვადასხვა ფორმების შესახებ და მივიღეთ რეკომენდაციები, თუ როგორ გამოვიყენოთ მუშაობის დროს. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს,გავაკეთეთ უკუკავშირი. ძალიან ბევრი და ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია მივიღე დღევანდელი მუშაობის შეგდეგად! ვისწავლეთ google drive-ის გამოყენება, რც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი მუშაობისთვის, შემიძლია  ნამუშევრის გაზიარება, დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

ტრენინგის მე-5 დღე


     ნაყოფიერი და შინაარსიანი იყო ტრენინგის მეხუთე დღე. გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები,პროექტის პრეზენტაცია.გავეცანით რჩევებს და მეთოდებს,უკუკავშირის მისაცემად.შევისწავლეთ ტექსტური რედაქტორის Reviewing Toolbar-ის გამოყენება უკუკავშირისათვის.განვიხილეთ,თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა. გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს, განვიხილეთ საავტორო უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები.დღევანდელი დღით  ძალიან კმაყოფილი დავრჩით!
ტრენინგის მე-4 დღე


  საინტერესო და შინაარსიანი იყო ტრენინგის მეოთხე დღე.კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბუკლეტების შექმნა.ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული შეფასების სხვადასხვა ფორმებს, რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებთ პრაქტიკაში და მეტად საჭიროა თითოეული მასწავლებლისთვის. დეტალურად განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, გავეცანით იმ მეთოდებს, რომლებიც დაგვეხმარება, გავიგოთ,მოსწავლეების წინარე ცოდნის საჭიროებები!
ტრენინგის მე-3 დღე


 ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო ტრენინგის მესამე დღე, გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას,გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები ძირითად საკვანძო საკითხებზე.ვისაუბრეთ, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ.შევისწავლეთ ბუკლეტების დამზადება. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ კომენტარი სასურველ ბლოგზე, როგორ ავტვირთოთ ფოტოები. დღევანდელმა ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა.

ტრენინგის 1-2 დღე




     ტრენინგის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ პროექტებით სწავლების შესახებ. აქამდეც მქონდა გარკვეული გამოცდილება პროექტით სწავლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ტრენინგი დამეხმარება უფრო ეფექტურად გამოვიყენო საინფორმაციო ტექნოლოგიები პროექტებით სწავლების დროს. შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე, გავიგე, თუ როგორ ვიმუშაო პუბლიკაციის შექმნაზე, რა უნდა გავიტვალისწინო პროექტის დაგეგმვის და წარმატებით განხორციელების დროს.