ტრენინგის მე-9 დღე
ჩემი 25 წლიანი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე ბევრ ტრენინგში მიმიღია მონაწილეობა, მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ტრენინგი ,,ინტელის ძირითადი კურსი,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება, და ი.ს.ტ-ის ინტეგრირება'' ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულია მათ შორის.არ შემიძლია სამადლობელი სიტყვები არ გამოვთქბა ტრენერის, ქალბატონი დიანას მიმართ,რომელიც დეტალურად გვიხსნიდა ყველა საკითხს,კონკრეტულად და ამომწურავად პასუხობდა ყველა ჩვენს შეკითხვას, პრაქტიკულად,ჩვენთან ერთად მუშაობდა.
ამ ტრენინგმა ბევრი საინტერესორამ გამაცნო, შინაარსიანი და საინტერესო იყო თითოეული მეცადინეობა.ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი შევისწავლეთ,ძალიან მაინტერესებდა პროექტით სწავლების ხერხები,რადგან ეს საკითხი აქტუალურია დღევანდელ სასკოლო ცხოვრებაში.შევისწავლეთ პროექტის დაგეგმვის და წინასწარი მომზადების ეტაპები,მოსწავლეთა ჩართულობა, შეფასების სხვადასხვა ფორმები, ფასილიტაცია.ვეცნობოდით ერთმანეთის ნამუშევრებს,ვაკეთებდით კომენტარებს.თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ ინდივიდუალური პროექტები და ავტვირთეთ ბლოგზე.
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინაც ამ ტრენინგის დაგეგმვასა და მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ დიანას,მიხარია,რომ მისი დამსახურებით ახალი სასწავლო წლიდან საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეებს შევთავზებ მოსავლეებს და აქტიურად გამოვიყენებ პრაქტიკაში ტრენინგზე მიღებულ ცოდნას.
Комментариев нет:
Отправить комментарий